AG Terminals System - ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
შპს AG Transport & Development ("AGTD") წარმოადგენს ლოგისტიკიურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასა და სატრანსპორტო გადაზიდვებს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. AGTD ფუნქციონირებს 1998 წლიდან. იგი ფლობს საკონტეინერო და მარცვლეულის ტერმინალების ობიექტებს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთთან საქართველოს საზღვარის (ვალე) ახლოს. AGTD-მ დააფუძნა შვილობილი კომპანია ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რომლის სახელწოდებაა AG Terminals System (“AGTS”). საიჯარო ობიექტების განვითარებისათვის საჭირო ინვესტიციების საერთო მოცულობა შეადგენს 250 მილიონ აშშ დოლარზე მეტს.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, როგორც ჩანს, უნიკალური ადგილია AGTD-ს შემდგომი განვითარებისათვის. ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც ეფუძნება ამ ზონაში მოქმედ განსაკუთრებულ პირობებს, შექმნილს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიებისათვის, წარმოადგენს სხვადასხვა საქონლისა და პროდუქტის წარმოების, ლოგისტიკისა და დასაწყობების ყველაზე ხელსაყრელი პირობების ერთობლიობას. ფოთის ინდუსტრიულ ზონას შესანიშნავი მდებარეობა უკავია შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტის ობიექტების მახლობლად, რაც ხელს უწყობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე წარმოებული თუ დასაწყობებული საქონლის მარტივად შეტანას თუ ტრანსპორტირებას. AGTD-მ გადაწყვიტა, გამოიყენოს ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა და გააფართოოს საქმიანობა და არსებობა ამ რეგიონში.
AGTD თავისი შვილობილი კომპანიის AGTS-ის მეშვეობით გეგმავს განავითაროს საბაჟო დაქვემდებარების საწყობი სხვადასხვა ტიპის საქონელის შესანახად, როგორიცაა: ხილი და ბოსტნეული, გაყინული საქონელი და სხვ; ასევე განავითაროს სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების ტერმინალის ობიექტები. სასაწყობე ობიექტების და სატვირთო სარკინიგზო ტერმინალის საჭიროებიდან გამომდინარე AG გეგმავს, სარკინიგზო კავშირი დაამყაროს ფოთის ინდუსტრიული ზონის არსებულ სარკინიგზო ხაზთან.
AGTD მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები დაამყარა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან და იმედოვნებს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთო მიზნების წარმატებით განხორციელების და ორივე მხარისათვის სარგებელის მიღების უცილობელი წინაპირობაა.
AGTS-მა განახორციელა პროექტის განვითარების პირველი ფაზა კანადურ კომპანია BEHLEN-თან თანამშრომლობაში. BEHLEN აწარმოებს ფოლადის უნიკალურ ნაგებობებს, და დაამონტაჟებს პირველ შენობას ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, AGTS კუთვნილ ტერიტორიაზე. შენობის საერთო ფართობია 7 000 კვადრატული მეტრი. მისი დასრულების და ექსპლუატაციაში ჩაშვების ვადაა 2015 წლის დეკემბერი. პროექტის მხარდამჭერია კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტო (Export Development Canada).

თქვენ უნდა ჰქონდეს ნებართვა საიტის ადმინისტრატორისგან რომ ჩამოტვირთოთ ეს დანართი.
დააჭირეთ გაგზავნას ამ მოთხოვნის გასაგზავნებლად.
თქვენი მოთხოვნა უკვე გაიგზავნა ადრე.
გადაამოწმოთ ელ. ფოსტა რომ მიიღოთ ჩამოტვირთვის ნებართვა.

ეს ფაილი არ არსებობს