მთავარი

სამყარო ჩვენს გარშემო მუდმივ ცვლილებებს განიცდის. ბიზნესში წარმატების მისაღწევად კი საჭიროა ყურადღებით ვადევნოთ თვალი ცვლილებებს, ასევე მუდმივად ვაკონტროლოთ ბაზრის კონიუნქტურა.
 
კომპანისათვის AG Transport and Development ეს ყოველივე ნათელი და გასაგებია, ამდენად ის ყოველთვის ცდილობს, ფეხი აუწყოს ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების პარადიგმას. კომპანიის ხედვა სრულად მოიცავს იმ ტენდენციებს, რომლებიც მის ბიზნესზე ახდენს ზეგავლენას.   კომპანია AG Transport and Development, მის მიერ ჩამოყალიბებული ხედვის შესაბამისად,  ყოველთვის მზადაა, მიიღოს  დღევანდელი თუ სამომავლო გამოწვევები და წარმატებულად  გაუმკლავდეს მათ.
 
კომპანია მისი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოფს  უსაფრთხო, სტაბილურ და კარიერული წინსვლის პერსპექტივით გამორჩეულ სამუშაოს, ჩვეულ რეჟიმში ინოვაციებისა და  უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გათვალისწინებით. კომპანიის ხედვას ასევე ამყარებს გამოცდილი მმართველი რგოლი და თანამშრომელთა გუნდი, რომლებიც თავდაჯერებულნი არიან  გამოწვევების დასამარცხებლად ბაზრის მოთხოვნების ცვლილებების მიმართ არსებულ ბრძოლაში.
 
ხედვა: ინოვაციების დანერგვით და გუნდური თანამშრომლობით ვეცდებით, მომხმარებელს ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის  სფეროში გავუწიოთ  მაღალპროფესიონალური მომსახურება ყოველი კონკრეტული მომხმარებლის კონკრეტული საჭიროების გათვალისწინებით.
 
მისია:
• ჩვენი მისიაა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩვენი მომხმარებლისათვის ვუზრუნველყოთ  კონკურენტული უპირატესობა, რაც მაღალპროფესიონალური მომსახურების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
• სწრაფი კომუნიკაციისა და ხარისხიანი მომსახურების წყალობით სრულად დავაკმაყოფილებთ კლიენტების მოლოდინს. 
• მომსახურება, როგორც ბაზა, ტექნოლოგია, როგორც ინსტრუმენტი, ხოლო გუნდი, როგორც მამოძრავებელი ძალა - ყოველივე ამის მეშვეობით კომპანია AG Transport and Development უზრუნველყოფს თავისი მომხმარებელის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.