ვალეს საბაჟო ტერმინალი
ქალაქი ვალე მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, 12 კმ-ით დაშორებულია ქალაქ ახალციხიდან და მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თურქეთის საზღვართან. მისი მოსახლეობა შეადგენს 5,031 (2014 წლის მონაცემებით). ვალე წარმოადგენს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს თურქეთის სოფელ Türkgözü-ში გადასასვლელად, რომელიც პოსოფის რაიონში მდებარეობს.
ქალაქი მდინარე ფოცხოვის (მტკვრის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, მცირე კავკასიის ფერდობებზე ზღვის დონიდან 1,000-1,200 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ვალე პირველად სოფლის სტატუსით მე-10 საუკუნის ჩანაწერებში გამოჩნდა. საბჭოთა ეპოქაში ის ქვანახშირის ინდუსტრიის ცენტრს წარმოადგენდა და ქალაქის სტატუსი 1962 წელს მიენიჭა.
ვალეში მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის შუა საუკუნეების ქართული ეკლესია,რომელიც მე-10 საუკუნეში აშენდა, მაგრამ მე-16 საუკუნეში მოხდა მისი, როგორც სამნავიანი ბაზილიკის რეკონსტრუქცია.
ვალე ტრასეკას სატრანსპორტო დერეფნისათვის ძალიან საინტერესო პუნქტს წარმოადგენს საქართველო-თურქეთის საზღვარზე მისი მდებარეობის გამო. ვალე გადატვირთვის წერტილია ცენტრალური თურქეთიდან ყაზახეთისა და შუა აზიისაკენ მიმავალი ტვირთებისათვის; ხდება ტვირთის გადმოტვირთვა მანქანებიდან და მისი დატვირთვა სარკინიგზო ვაგონებში და პირიქით (მაგ. მარცვლეული და ქვანახშირი ყაზახეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთისაკენ, ჩრდილოეთ ერაყისა და ირანისაკენ).
AGTD ვალეში უკვე აშენებს საბაჟო დანიშნულების სასაწყობო ობიექტს კონტეინერებისა და სხვადასხვა ტვირთების შესანახად, ასევე ლოგისტიკური და სხვა მომსახურების უზრუნველსაყოფად. Ulevi Terminal Systems ესაა AGTD-ს შვილობილი კომპანია, რომელიც შეიქმნა ტერმინალის მართვის მიზნით. ვალეს საბაჟო ტერმინალი ამოქმედდება 2015 წლის ბოლოს.

თქვენ უნდა ჰქონდეს ნებართვა საიტის ადმინისტრატორისგან რომ ჩამოტვირთოთ ეს დანართი.
დააჭირეთ გაგზავნას ამ მოთხოვნის გასაგზავნებლად.
თქვენი მოთხოვნა უკვე გაიგზავნა ადრე.
გადაამოწმოთ ელ. ფოსტა რომ მიიღოთ ჩამოტვირთვის ნებართვა.

ეს ფაილი არ არსებობს