მწვანე მულტიმოდალური გადაზიდვები (GMTS)

ნახევრად მისაბმელების სარკინიგზო ტრანსპორტირება არ წარმოადგენს მულტიმოდალური გადაზიდვების გაუმჯობესებულ ვარიანტს.
ეს სრულიად ახალი პროდუქტია  მულტიმოდალური გადაზიდვების ბაზარზე - ესაა შესაძლებლობა გადამზიდავებმა საავტომობილო გადაზიდვებისათვის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გამოიყენონ.
მულტიმოდალური ტრანსპორტის სისტემის უპირატესობები საშუალო და გრძელვადიან დისტანციებზე შემდეგნაირია:
• შემცირებული გამონაბოლქვი (CO2)
• მოძრაობის ინტენსივობის აღმოფხვრა  გზებზე
• მძღოლების დროის ეფექტურად გამოყენება
•ნახევრადმისაბმელიანი საშუალებების ეფექტურად გამოყენება
• საზღვრის გადაკვეთის დაჩქარებული პროცედურები
• მოკლე სატრანზიტო დრო
• გაზრდილი სარკინიგზო ტვირთბრუნვა
 
Green transport solutions უკვე წარმატებით ვითარდება ევროპაში. ასეთი მიდგომა აკმაყოფილებს  ევროკავშირის პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს:
1. CO2 გამონაბოლქვის შემცირებას
2. უსაფრთხოების დაცვას გზებზე
 
ევროპა გვიზიარებს საუკეთესო გამოცდილებას და გვთავაზობს საგზაო და მულტიმოდალური სატრანსპორტო სფეროს ეფექტურ გადაწყვეტებს.
 
პროექტი ორიენტირებულია  სატრანსპორტო ინდუსტრიის სატვირთო ავტომობილებით გადაზიდვის სეგმენტზე, ასევე იმ დერეფნებზე, რომელიც გამოიყენება სატვირთო გადამზიდავი კომპანიების მიერ. წინამდებარე პროექტისათვის  განისაზღვრა შემდეგი დერეფნები:
 
დერეფნი 1: ევროკავშირი-  ბულგარეთისა და რუმინეთის პორტების - შავი ზღვა-საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვა-ცენტრალური აზიის გავლით
დერეფნი 2: ევროკავშირი - თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვა-ცენტრალური აზია.
 
ორივე დერეფანი უკვე წარმატებით გამოიყენება საქონლის სწრაფი გადაზიდვისათვის. ამ ეტაპისათვის სარკინიგზო კავშირი ევროკავშირსა და საქართველოს შორის არ არსებობს.
 
Ro-Ro და სარკინიგზო ბორნები ერთმანეთთან აკავშირებს თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთსა და საქართველოს.
 
რკინიგზა კარგადაა განვითარებული კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. სარკინიგზო ბორნები კასპიის ზღვაზე  აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სარკინიგზო ქსელებს აქტაუს პორტის მეშვეობით აკავშირებს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს კი   - თურქმენბაშის პორტის გავლით.
 
AGTD-მ შეისწავლა ტვირთების რკინიგზით ტრანსპორტირების შესაძლებლობები   და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები  წარმოადგენს საზღვრებსა და  ზღვებზე გადაზიდვის ყველაზე ეფექტურ საშუალებას.