AG Transport and Development

AG Transport & Development LTD ("AGTD") წარმოადგენს ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასა და მათ ტრანსპორტირებას ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. AGTD  ბატონმა გიორგი ლეჟავამ დააფუძნა 1998 წელს.
AGTD ახორციელებს  ნავთობის / ნავთობპროდუქტების / ნავთობის ქიმიური პროდუქტების, საკონტეინერო ტვირთების, გაყინული საკვების, წყალისა და ზოგადად ტვირთების სატრანსპორტო და ლოგისტიკურ მომსახურებას ცენტრალური აზიის  ქვეყნებში (ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი), კასპიის ზღვის არეალში და მთლიანად სამხრეთ კავკასიის დერეფანში (ბაქო-საქართველოს შავი ზღვის პორტები).
AGTD ჩართულია  ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სფეროში, კერძოდ, რეაქტიული საავიაციო საწვავის (TC-1) ავღანეთისა და საქართველოსათვის, პოლიეთილენის - მაროკოსათვის, მწვანე ნავთობის კოქსის  კი - ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მიწოდებაში.
AGTD ფუნქციონირება  მოიცავს სახელშეკრულებო ღონისძიებებისა და ოპერატიული მართვის ფართო სპექტრს, მათ შორის RTC იჯარის შეღავათიან შეთანხმებებს კასპიის ზღვაში ნავთობის ტანკერების, საბორნე კატარღებისა და კონტეინერის გადამზიდი გემების თაობაზე. AGTD უზრუნველყოფს ძირითადი ინფრასტრუქტურული აქტივების გამოყენებას  ტრანსპორტირების მისეული მარშრუტების შესაბამისად.