ისტორია

AG Transport & Development LTD ("AGTD") წარმოადგენს კომპანიას, რომელიც  მომხმარებელს სთავაზობს ეფექტურ ლოგისტიკურ და სასაწყობო მომსახურებას, გადაზიდვებს, ასევე  ვაჭრობს ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით  ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. AGTD 1998 წელს დააფუძნა ბატონმა გიორგი ლეჟავამ.
AGTD ახორციელებს  ნავთობის / ნავთობპროდუქტების / ნავთობის ქიმიური პროდუქტების, საკონტეინერო ტვირთების, გაყინული საკვების, წყლისა და ზოგადად ტვირთების სატრანსპორტო და ლოგისტიკურ მომსახურებას  ცენტრალური აზიის ქვეყნებში (ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი),  კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებში და სამხრეთ კავკასიის (ბაქო-საქართველო- შავი ზღვის პორტები) მთელს დერეფანში.
AGTD ასევე ჩართულია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საკითხებში, კერძოდ, რეაქტიული ავიაციის საწვავით ვაჭრობა (TC-1) ავღანეთსა და საქართველოში, პოლიეთილენით - მაროკოში და მწვანე ნავთობის კოქსით  - ამერიკის შეერთებული შტატებში.
AGTD-ს ოპერაციები მოიცავს სახელშეკრულებო ღონისძიებებისა და ოპერატიული მართვის ფართო სპექტრს, მათ შორის RTC იჯარის შეღავათიან შეთანხმებებს კასპიის ზღვაში ნავთობის ტანკერების, საბორნე კატარღებისა და კონტეინერის გადამზიდი გემების თაობაზე. AGTD უზრუნველყოფს ძირითადი ინფრასტრუქტურული აქტივების გამოყენებას  ტრანსპორტირების მისეული მარშრუტების შესაბამისად.